logo
ENG



ლუკაშენკოს თქმით, არა რუსეთის "პრევენციული დარტყმა", უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას აპირებდა

11 მარ 202216:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/11/36j18mq7fm4vn4h.jpg

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მოკავშირეა, ამტკიცებს, რომ კიევი ბელარუსზე თავდასხმას აპირებდა. ამის შესახებ მან მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

იგი ამტკიცებს, რომ უკრაინა მზად იყო თავდასხმა განეხორციელებინა, რომ არა რუსეთის "პრევენციული დარტყმა სპეცოპერაციის დაწყებამდე ექვსი საათით ადრე".

"ისინი არა მხოლოდ დონბასისთვის დარტყმის მიყენებას აპირებდნენ - მათ პოზიციები ჰქონდათ განლაგებული ბელარუსზე თავდასხმისთვის", - ამბობს ლუკაშენკო.

ლუკაშენკოს თქმით, პუტინთან რუკაც კი ჩაიტანა, რომ თავდასხმების გეგმა აჩვენოს.


close დახურვა